Nitro HB 8140 ELC არის პრემიუმ კლასის, 4-ძრავიანი ფუნქციური სამედიცინო საწოლი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ინტენსიური თერაპიის ბლოკებისა და რეანიმაციული განყოფილებებისთვის. საწოლი უზრუნველყოფს პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, უსაფრთხოებასა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას.
სრული ელექტრო-მართვა: აღჭურვილია 4 დამოუკიდებელი ძრავითა და დისტანციური მართვის პულტით, რაც საშუალებას იძლევა მარტივად დარეგულირდეს:
თავსაშენის/ზურგის დახრის კუთხე
ფეხის სექციის სიმაღლე
საწოლის საერთო სიმაღლე (Lowbed სისტემა)
ტრენდელენბურგისა და უკუტანდელენბურგის (Trendelenburg / Reverse Trendelenburg) პოზიციები
მექანიკური CPR ფუნქცია: გადაუდებელი დახმარებისას ზურგის სექციის მომენტალურად, მექანიკურად გასწორების შესაძლებლობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მრავალფუნქციური პოზიციონირება: Fowler-ისა და Vascular-ის პოზიციების რეგულირება, ასევე მუხლის სექციის ეტაპობრივი მექანიკური მართვა.
მაღალი ხარისხის ABS მასალა: ადვილად მოხსნადი თავსაშენი და ფეხთაშენი, ასევე გვერდითი მოაჯირები დამზადებულია გამძლე, ჰიგიენური და იოლად დეზინფიცირებადი პოლიპროპილენის/ABS პლასტმასისგან.
მოძრაობა და უსაფრთხოება: 360°-ით მოძრავი 125 მმ-იანი გორგოლაჭები ცენტრალური/წრფივი მუხრუჭითა და მიმართულების ფიქსაციით. ოთხივე კუთხეში დამონტაჟებულია დამცავი პლასტმასის ბამპერები.
დამატებითი ფუნქციონალი: საწოლის სიგრძის გაზრდის შესაძლებლობა (Bed Extension +30.5 სმ), შარდის მიმღების დამჭერები, აქსესუარების სამაგრები და ელექტროსტატიკური ფხვნილოვანი დაფარვა უჟანგავი ზედაპირისთვის.
საგაბარიტო ზომები: 1025 მმ x 2260 მმ
სიმაღლის რეგულირება: მინ. 370 მმ - მაქს. 800 მმ
საწოლის ზედაპირი: ABS პლასტმასი
შენიშვნა: მატრასი კომპლექტაციაში არ შედის.