Nitro HB 8140 ELC 4 ძრავიანი საწოლი რეანიმაციის პაციენტისთვის

საწყობში

Nitro HB 8140 ELC არის პრემიუმ კლასის, 4-ძრავიანი ფუნქციური სამედიცინო საწოლი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ინტენსიური თერაპიის ბლოკებისა და რეანიმაციული განყოფილებებისთვის. საწოლი უზრუნველყოფს პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, უსაფრთხოებასა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას.

ძირითადი მახასიათებლები და ფუნქციები:

  • სრული ელექტრო-მართვა: აღჭურვილია 4 დამოუკიდებელი ძრავითა და დისტანციური მართვის პულტით, რაც საშუალებას იძლევა მარტივად დარეგულირდეს:

    • თავსაშენის/ზურგის დახრის კუთხე

    • ფეხის სექციის სიმაღლე

    • საწოლის საერთო სიმაღლე (Lowbed სისტემა)

    • ტრენდელენბურგისა და უკუტანდელენბურგის (Trendelenburg / Reverse Trendelenburg) პოზიციები

  • მექანიკური CPR ფუნქცია: გადაუდებელი დახმარებისას ზურგის სექციის მომენტალურად, მექანიკურად გასწორების შესაძლებლობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

  • მრავალფუნქციური პოზიციონირება: Fowler-ისა და Vascular-ის პოზიციების რეგულირება, ასევე მუხლის სექციის ეტაპობრივი მექანიკური მართვა.

  • მაღალი ხარისხის ABS მასალა: ადვილად მოხსნადი თავსაშენი და ფეხთაშენი, ასევე გვერდითი მოაჯირები დამზადებულია გამძლე, ჰიგიენური და იოლად დეზინფიცირებადი პოლიპროპილენის/ABS პლასტმასისგან.

  • მოძრაობა და უსაფრთხოება: 360°-ით მოძრავი 125 მმ-იანი გორგოლაჭები ცენტრალური/წრფივი მუხრუჭითა და მიმართულების ფიქსაციით. ოთხივე კუთხეში დამონტაჟებულია დამცავი პლასტმასის ბამპერები.

  • დამატებითი ფუნქციონალი: საწოლის სიგრძის გაზრდის შესაძლებლობა (Bed Extension +30.5 სმ), შარდის მიმღების დამჭერები, აქსესუარების სამაგრები და ელექტროსტატიკური ფხვნილოვანი დაფარვა უჟანგავი ზედაპირისთვის.

ტექნიკური პარამეტრები:

  • საგაბარიტო ზომები: 1025 მმ x 2260 მმ

  • სიმაღლის რეგულირება: მინ. 370 მმ - მაქს. 800 მმ

  • საწოლის ზედაპირი: ABS პლასტმასი

  • შენიშვნა: მატრასი კომპლექტაციაში არ შედის.

ვიდეო აღწერა